მოსწავლეთა
საჭიროებების კვლევა
ერთობლივი
მუშაობის დაკვირვების ფურცელი
თანატოლთა შეფასების ფორმა
თვითშეფასების ფორმა
ვ-მ-რ-ვ
(ვიცი, მინდა ვიცოდე, როგორ გავიგო, ვისწავლე) ცხრილი
რა იცით
დედამიწის შესახებ?
|
რა გინდათ რომ შეიტყოთ
მის შესახებ?
|
როგორ მოიპოვებთ პასუხებს
თქვენს კითხვებზე?
|
რა ისწავლეთ?
|
[მოსწავლეთა
სავარაუდო პასუხები]
|
[მოსწავლეთა
სავარაუდო პასუხები]
|
[მოსწავლეთა
სავარაუდო პასუხები]
|
[მოსწავლეთა
სავარაუდო პასუხები]
|
ჯგუფური
მუშაობის დროს მოსწავლეებს ინდივიდუალურად დააკვირდით
შენიშვნები
|
||
მოსწავლის სამუშაო ჩვევები
|
·
მუშაობს თუ არა მოსწავლე თანმიმდევრულად დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად?
·
ცდილობს თუ არა იგი სხვებს დაეხმაროს? როგორ აკეთებს ამას?
·
რამდენად წარმატებით ცდილობს იგი ითხოვოს და მიიღოს საჭირო დახმარება?
ვისგან იღებს დახმარებას?
·
არის თუ არა მოსწავლე დავალებაზე კონცენტრირებული თუ ადვილად ეფანტება
ყურადღება?
·
აქტიურად ერთვება თუ არა იგი პრობლემის გადაწყვეტაში?
|
|
მოსწავლის მოსაზრებები
|
·
ცდილობს თუ არა მოსწავლე ახსნას თავისი მოსაზრებები?
·
ამყარებს თუ არა იგი თავის მტკიცებულებებს?
·
სერიოზულად განიხილავს და იყენებს თუ არა იგი სხვების წინადადებებსა
და მოსაზრებებს?
|
|
კომუნიკაცია
|
·
საუბრობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციის დაზუსტების და სხვებთან კომუნიკაციის
მიზნით?
·
კომფორტულად გრძნობს თუ არ იგი თავს როგორც „მოსაუბრის“, ისე „მსმენელის“
როლში?
·
აქვს თუ არა მას გამბედაობა მოხსენებით წარდგეს მთელი კლასის წინაშე?
·
შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოხერხებულად წარმოადგინოს როგორც ჯგუფის მიერ
შეთანხმებული მოსაზრება, ისე საკუთარი ნააზრევი?
·
შეუძლია მას გააერთიანოს და შეაჯამოს ინდივიდუალური ან ჯგუფური ნააზრევი?
|
|
თანამშრომლობა
|
·
ანაწილებს თუ არა ჯგუფი დავალებას წევრებს შორის?
·
თანხმდება თუ არა ჯგუფი დავალების შესრულების დასაწყებად საჭირო გეგმაზე
ან სტრუქტურაზე?
·
ითხოვს თუ არა ჯგუფი დროს იმისთვის, რომ ჯგუფის ყველა წევრი კარგად გაერკვეს
დავალებაში?
·
იყენებს თუ არა ჯგუფი მიცემულ დროს პროდუქტიულად?
·
ეხმარება თუ არა ჯგუფი ყოველ წევრს?
·
ფიქრობს თუ არა ჯგუფი ჯგუფური ნამუშევრის დოკუმენტირებაზე?
·
იძლევა თუ არა ჯგუფი ლიდერობის უნარის განვითარების საშუალებას?
|
გამომსვლელის სახელი და გვარი: ________________
დამკვირვებლის სახელი და გვარი: ________________
1.
დაასახელეთ პროექტის
სამი დადებითი ასპექტი.
2.
დაასახელეთ ორი ასპექტი
გაუმჯობესებისთვის.
ჩემი მითი - მიზნები:
ბოლო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული გამოცდილების
საფუძველზე უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:
იდეები:
როგორ შეარჩევთ მითისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემატიკას?
წერის სტილი: წერის რომელ
ახალ ტექნიკას გამოიყენებთ?
1.
|
2.
|
შემოქმედებითობა:
რა სახის რისკებს განკარგავთ მუშაობისას?
1. მართლწერის
ელემენტები: ორთოგრაფიის, პუნქტუაციის, capitalization, ან
სტანდარტული ინგლისურის რომელი ასპექტების გაუმჯობესებაზე იმუშავებთ?
|
2.
|
ჩემი თვითშეფასების ფორმის პირველი
სამუშაო ვარიანტი:
1. მიზნები:
რამდენად წარმატებით მიაღწიეთ მიზნებს?
იდეები
|
|
წერის სტილი
|
|
შემოქმედებითობა
|
|
მართლწერა
|
2. ორგანიზება:
მითის
სხვადასხვა ნაწილები სრული შინაარსობრივი სურათის შექმნას უზრუნველყოფს?
დასაწყისი
|
|
განვითარება
|
|
დასასრული
|
3. სტილი:
თქვენი
წერის სტილი მკითხველის ჩართულობას იწვევს?
კონკრეტული არსებითი სახელები და ზმნები
|
|
წინადადებების მრავალფეროვნება
|
|
თხრობის სტილი
|
|
სიუჟეტის
განვითარება
|
4. მართლწერა:
მიმართეთ მითის კორექტურას მართლწერის, პუნქტუაციის და სტანდარტული ინგლისურის
შესამოწმებლად?
5. მონიშნეთ
მითის ის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებით გეამაყებათ.
6. მონიშნეთ
მითის ის ნაწილები, რომლებიც თქვენ ნაკლებად მოგწონთ.
7. რა
შეკითხვებს დაუსვამთ თქვენი ჯგუფის წევრებს მითის შესახებ?
1)
|
2)
|
3)
|
4)
|
პრეზენტაციის რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
|
შინაარსი და გაგება
|
· მოიძიებს მონაცემებს , უწევს
ორგანიზებას და უზრუნველყოფს ზუსტ და გააზრებულ ინტერპრეტაციას.
· აცნობიერებს რა, გარკვევით გადმოსცემს ველური
ბუნებისადმი მიყენებული ზიანის
გამომწვევ რამდენიმე მიზეზს.
·
აცნობიერებს რა,
გარკვევით შეუძლია ველური ბუნების ზიანის რამდენიმე პრევენციული ზომის
ფორმულირება.
· წარმოაჩენს ჩიტებისთვის მიყენებული ზიანის
სიღრმისეულ ცოდნას.
|
· მოიძიებს მონაცემებს, უწევს
ორგანიზებას და უზრუნველყოფს ზუსტ ინტერპრეტაციას.
·
აცნობიერებს რა, გადმოსცემს ველური ბუნებისადმი
მიყენებული ზიანის გამომწვევ რამდენიმე
მიზეზს.
· აცნობიერებს რა,
შეუძლია ველური ბუნების ზიანის რამდენიმე პრევენციული ზომის ფორმულირება.
· წარმოაჩენს ჩიტებისთვის მიყენებული ზიანის
შესახებ ზოგად ცოდნას.
|
· მოიძიებს
მონაცემებს, უწევს ორგანიზებას და უზრუნველყოფს მონაცემების ინტერპრეტაციას
გარკვეული შეცდომებით და მცირე ინტერპრეტაციით. .
· აცნობიერებს რა, შეუძლია ველური ბუნებისადმი
მიყენებული ზიანის ერთი-ორი მიზეზის ფორმულირება.
· აცნობიერებს რა,
შეუძლია ველური ბუნების ზიანის ერთი-ორი პრევენციული ზომის ფორმულირება.
· წარმოაჩენს ჩიტებისთვის მიყენებული ზიანის
შესახებ გარკვეულ ცოდნას.
|
· მოიძიებს მონაცემებს, მაგრამ არ
უზრუნველყოფს გარკვევით ორგანიზებას, ან ინტერპრეტაციას.
· არ არის ნათლად გარკვეული საკითხში, ან ვერ
უზრუნველყოფს ველური ბუნებისადმი მიყენებული ზიანის გამომწვევი მიზეზების
ფორმულირებას.
· არ არის ნათლად გარკვეული საკითხში, ან არ
შეუძლია ველური ბუნების ზიანის ერთი-ორი პრევენციული ზომის ფორმულირება.
· წარმოაჩენს ჩიტებისთვის მიყენებული ზიანის
შესახებ მინიმალურ ცოდნას.
|
პრეზენტაცია
|
· განმარტავს მონაცემთა
შეკრების და ანალიზის შედეგებს, წარმოადგენს გააზრებულ და ზუსტს ინტერპრეტაციას
და მნიშვნელობებს.
·უზრუნველყოფს ეფექტურ და შესაბამის ვიზუალურ გაფორმებას,
გრაფიკების, სქემების და ცხრილების საშუალებით.
· საპრეზენტაციო
საკითხს წარმოადგენს გარკვევით, ზუსტად და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების და
მიზნების შესაბამისად.
· პრეზენტაცია მოიცავს
ძლიერი და დეტალური არგუმენტებით გამყარებულ ძირითად საკითხებს, რაც აუდიტორიის
ყურადღების ფოკუსირებას იწვევს.
· იწვევს
უკუკავშირს ჩართული და აქტიური აუდიტორიის მხრიდან.
|
·განმარტავს
მონაცემთა მოკრების შედეგებს და წარმოადგენს გააზრებულ ინტერპრეტაციას და
მნიშვნელობებს.
· უზრუნველყოფს
შესაბამის ვიზუალურ გაფორმებას, გრაფიკების, სქემების და ცხრილების საშუალებით.
· საპრეზენტაციო
საკითხს წარმოადგენს ზოგადად გარკვევით და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების და
მიზნების შესაბამისად.
· პრეზენტაცია
მოიცავს გასაგები არგუმენტებით გამყარებულ ძირითად საკითხებს, რაც აუდიტორიის ფოკუსირებას
იწვევს.
· იწვევს
გარკვეულ უკუკავშირს ჩართული აუდიტორიის მხრიდან.
|
· საბაზისო ცოდნის
საფუძველზე განმარტავს მონაცემთა მოკრების შედეგებს, მაგრამ წარმოადგენს მცირე
მოცულობის ინტერპრეტაციას.
· უზრუნველყოფს ვიზუალურ გაფორმებას, გრაფიკების,
სქემების და ცხრილების საშუალებით.
· საპრეზენტაციო
საკითხს წარმოადგენს გარკვეულწილად გაუგებრად,
შემდგომ დახვეწას და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების უკეთესად
გაცნობიერებას საჭიროებს. უკეთესად
· პრეზენტაცია მოიცავს ძირითად საკითხებს, რომელიც გასაგები არგუმენტებით
გამყარებული არ არის.
· იწვევს
მცირე უკუკავშირს ჩართული აუდიტორიის მხრიდან.
|
· არ განმარტავს მონაცემთა შეკრების
შედეგებს, ან გვთავაზობს გაუგებარ ანალიზს.
· ვერ უზრუნველყოფს
სრულ ვიზუალურ გაფორმებას, გრაფიკების, სქემების და ცხრილების საშუალებით.
· წარმოადგენს საკითხს გაურკვევლად.
· პრეზენტაცია
მოიცავს ძირითად საკითხებს, რომელიც გასაგებად არ არის ფორმულირებული, ან
დეტალური არგუმენტებით გამყარებული.
· არ იწვევს უკუკავშირს აუდიტორიის მხრიდან.
|
ორგანიზება
და მექანიზმები
|
·
პრეზენტაციის წყობა
უზრუნველყოფს ძირითადი საკითხების ნათლად წარმოჩენას.
·
წარმოადგენს
ინფორმაციას შესაბამისი რიგითობით, წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურის მიხედვით,
რაც აუდიტორიის მიერ ინფორმაციის წვდომას და ჩართულობას უზრუნველყოფს.
·
ძლიერი და
შემოქმედებითი შესავალი სამიზნე აუდიტორიის მხრიდან მეტი ინფორმაციის მიღების
ინტერესს აღძრავს.
·
წარმოადგენს
მტკიცებულებებს დეტალების სიზუსტით შესწავლის და სტრატეგიულად გათვალისწინების შესახებ,
რაც მაქსიმალური ზემოქმედების მოხდენას ისახავს მიზნად.
· პრეზენტაციის
სტრუქტურა თემატიკასთან და მიზანთან სრულ შესაბამისობაშია.
· შეცდომები არ მოიძებნება.
|
· პრეზენტაციის წყობა უზრუნველყოფს
ძირითადი საკითხების შესაბამისად წარმოდგენას.
·წარმოადგენს ინფორმაციას
რიგითობით და სტრუქტურის გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს აუდიტორიის მიერ
ინფორმაციის წვდომას და გარკვეულ ჩართულობას უზრუნველყოფს.
· პრეზენტაციის შესავალი
აუდიტორიას საკითხს აცნობს.
·
წარმოადგენს
მტკიცებულებებს დეტალების გათვალისწინების შესახებ.
· პრეზენტაციის
სტრუქტურა თემატიკასთან და მიზანთან შესაბამისობაშია.
· მოიცავს
ერთ-ორ შეცდომას, რაც პრეზენტაციის ჩატარებისას შეუმჩნეველია.
|
· პრეზენტაციის წყობა
გარკვეულწილად უზრუნველყოფს ძირითადი საკითხების წარმოჩენას.
·წარმოადგენს ინფორმაციის ნაწილს
შესაბამისი რიგითობის გარეშე, ან არ იწვევს აუდიტორიის ჩართულობას.
· პრეზენტაციის შესავალი
აუდიტორიას არ აცნობს საკითხს და არ იწვევს მეტი ინფორმაციის მიღების სურვილს.
·
წარმოადგენს
მტკიცებულებებს, რომ გარკვეული დეტალები არ არის გათვალისწინებული, ან
არამართებულად არის განთავსებული.
· ზოგჯერ
პრეზენტაციის სტრუქტურა თემატიკასთან და მიზანთან შესაბამისობაშია.
· მოიცავს
გარკვეულ შეცდომების, რაც ზოგჯერ პრეზენტაციის მსვლელობისას თვალსაჩინოა.
|
· პრეზენტაციის წყობა ვერ
უზრუნველყოფს საკითხის ნათლად წარმოჩენას.
· წარმოადგენს ინფორმაციას
რიგითობის გარეშე, რაც პრეზენტაციის გაგებას ართულებს.
· პრეზენტაციას არ აქვს შესავალი.
· პრეზენტაციაში დეტალები არ არის გათვალისწინებული.
· პრეზენტაციის
სტრუქტურა თემატიკასთან და მიზანთან შეუსაბამოა.
· მოიცავს
ბევრ შეცდომას, რაც პრეზენტაციის გაგებას ართულებს.
|
ბლოგის შეფასების რუბრიკა
ინსტრუქციები: მოცემული რუბრიკა გამოიყენეთ თქვენი ბლოგის
თვითშეფასებისთვის.
4
|
3
|
2
|
1
|
|
თემა
|
ბლოგში წარმოდგენილი მოსაზრებები დელიკატურად
მიუთითებს ადამიანური ბუნების მნიშვნელოვან შტრიხებზე.
|
ბლოგში წარმოდგენილი ჩანაწერები ზოგად თემას ან
იდეას უკავშირდება.
|
ბლოგში ვცდილობ თემატური აზრის გადმოცემას, მაშინ
როცა თემა გასაგებია და მკაფიოდ ახსნილი.
|
ჩემი ბლოგი სერიული ჩანაწერების კოლექციაა და
ერთი ძირითადი იდეა არ იკვეთება.
|
კავშირები პროექტთან
|
ჩემს ბლოგში სიზუსტის მაქსიმალური დაცვით
მოხსენიებულია ყველა მნიშვნელოვანი პერსონაჟი და კრიტიკული მოვლენა პიესიდან.
|
ჩემს ბლოგში სიზუსტის დაცვით მოხსენიებულია ბევრი
მნიშვნელოვანი პერსონაჟი და მოვლენა პიესიდან.
|
ჩემს ბლოგში მოხსენიებულია რამდენიმე
მნიშვნელოვანი პერსონაჟი პიესიდან, თუმცა ზოგიერთი კავშირი არაზუსტია.
|
ჩემს ბლოგში მოხსენიებულია მხოლოდ რამდენიმე
მნიშვნელოვანი პერსონაჟი პიესიდან, თუმცა კავშირების უმრავლესობა არაზუსტია.
|
ძირითადი აზრი
|
პერსონაჟი, რომელიც ჩემს ბლოგს წერს, აღწერს
მნიშვნელოვან გრძნობებს, მოვლენებს და ადამიანებს მისი თვალთახედვით. აღწერა
მოიცავს ისეთ მოვლენებსაც, რომლებიც რთულად აღსაქმელი და ნაგულისხმევია პიესაში.
|
პერსონაჟი, რომელიც ჩემს ბლოგს წერს, აღწერს
სხვადასხვა გრძნობებს, მოვლენებს და ადამიანებს თავისი თვალთახედვით.
|
პერსონაჟი, რომელიც ჩემს ბლოგს წერს, ცდილობს
აღწეროს თავისი ძირითადი აზრი, თუმცა უმეტესწილად აღწერა პიესის გამეორებას უფრო
ჰგავს.
|
პერსონაჟი, რომელიც ჩემს ბლოგს წერს, უბრალოდ,
ყვება ნაცნობ ამბავს.
|
ენა
|
ჩემი ბლოგი სპეციფიკური, საინტერესო ენით არის
დაწერილი, რომელიც ავტორის პიროვნული ხასიათების წარმოჩენას უწყობს ხელს.
|
ჩემი ბლოგი სპეციფიკური, საინტერესო ენით არის
დაწერილი.
|
ჩემი ბლოგი ზოგჯერ სპეციფიკური და საინტერესო
ენით არის დაწერილი.
|
ჩემი ბლოგი ჩვეულებრივი და პროგნოზირებადი ენით
არის დაწერილი.
|
წესები
|
ჩემს ბლოგი ყველა წესების დაცვით არის დაწერილი,
რაც მის მნიშვნელობას ამყარებს.
|
ჩემს ბლოგში ძალიან ცოტა მართლწერის, ბეჭდვითი, პუნქტუაციის
ან სხვა ენობრივი შეცდომებია. მცირედი შეცდომები ტექსტის გაგებას არ ართულებს. ვცდილობ
წესები მიზანდასახულად გამოვიყენო ისე, რომ ჩემი ნაწერის აზრი გავაძლიერო.
|
ჩემს ბლოგში ცოტა მართლწერის, ბეჭდვითი,
პუნქტუაციის ან სხვა ენობრივი შეცდომებია, რომლებიც ტექსტის გაგებას ართულებს. წესების
მიზანდასახულად გამოყენების მცდელობა, ჩემს ნაწერს დამაბნეველს ხდის.
|
ჩემს ბლოგში ბევრი შეცდომებია და მისი აზრის
გაგება რთულია.
|
პრეზენტაციისთვის მოსამზადებელი საკითხების ჩამონათვალი
სახელი: ________________
1.
ჩვენი პრეზენტაცია
წარმოადგენს იმ ცენტრის შესახებ ინფორმაციას,
რომელთანაც ვთანამშრომლობთ, მათ შორის:
¨
მიზანს
¨
ადგილმდებარეობას
2.
ჩვენი პრეზენტაცია
პასუხობს გარკვევით ფორმულირებულ კვლევის შეკითხვას, რომელიც:
¨
აერთიანებს
პრეზენტაციას
¨
იკვლევს ურბანულ ველურ
ცხოველთა სამყაროს
¨
მოიცავს ვარაუდს
3.
ჩვენ განვმარტავთ, თუ
როგორ და სად მოვიძიეთ ინფორმაცია, აღვწერთ რა:
¨
რესურსებს
¨
პროცესებს
4.
ჩვენ ვაანალიზებთ
შეკითხვას მონაცემების საფუძველზე შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენებით:
¨
ცხრილები
¨
გრაფიკები
¨
სტატისტიკა
5.
ჩვენ ვაკეთებთ
დასკვნებს მონაცემების საფუძველზე და:
¨
ვცდილობთ მონაცემების
საფუძველზე ვუპასუხოთ შეკითხვებს
¨
განვმარტავთ
მონაცემების გამოყენების შესაძლებლობებს.
(ჩვენ ვპასუხობთ ძირითად შეკითხვას, როგორ შემიძლია შევიტანო წვლილი
ურბანული ველური სამყაროს დაცვაში?)
6.
ჩვენი პრეზენტაცია
იწვევს დაინტერესებას და:
¨
აუდიტორიის
შესაბამისია
¨
იწვევს უკუკავშირს და
იდეების გენერირებას
7.
ჩემი სლაიდები მოიცავს:
¨
ტექსტის შესაბამის
მოცულობას თითოეულ სლაიდზე
¨
შრიფტის შესაბამის
ზომას
¨
შინაარსობრივად
შესაბამის გრაფიკებს
¨
შინაარსიან ანიმაციას
¨
შინაარსიან
მულტიმედიას (მუსიკის, ან ვიდეოს სახით)
¨
ეფექტურ გადასვლებს
8.
მე წინასწარ გავიარე
პრეზენტაციის ,,რეპეტიცია“ ჯგუფის წინაშე.
¨
პრეზენტაციის
ხანგრძლივობა ____________ .
9.
პრეზენტაციის
დამსწრეთა სასარგებლო შენიშვნების ჩამონათვალი:
10. აღწერეთ, როგორ შეასწორეთ სლაიდები პრეზენტაციის ხარისხის
გასაუმჯობესებლად:
საინფორმაციო ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალი
გამოიყენეთ ჩამონათვალი პროექტზე სამუშაოს წარმართვისთვის.
სახელები: _______________________________________________
შინაარსი:
¨
ჩვენი საინფორმაციო
ბიულეტენი წარმოადგენს ინფორმაციას გამოყენებული რესურსების შესახებ, მათ შორის
მიზანზე და ადგილმდებარეობაზე.
¨
ჩვენი ბიულეტენი
მოიცავს ძირითად და დამხმარე სტატიებს, რომელიც
შეესაბამება ჩვენს საპროექტო მუშაობას.
¨
ჩვენ მივმართავთ კორექტურას
და ტექსტის დახვეწას აუდიტორიისთვის
მასალის საინტერესოდ წარმოსადგენად.
¨
ბიულეტენი წარმოაჩენს
ჩვენი პროექტის ინტერესის სფეროებს.
¨
ჩვენი ბიულეტენი
სტატისტიკურ მონაცემებზე აგებულ ინფორმაციას მოიცავს და ემსახურება ველური ბუნებისადმი
მიყენებული ზიანის შესახებ სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას.
¨
ჩვენ ვპასუხობთ ძირითად შეკითხვას, როგორ შემიძლია წვლილი შევიტანო
ველური ბუნების დაცვაში?
¨
ჩვენი ბიულეტენი
გთავაზობთ რეკომენდაციებს, ან გზებს ზიანის შესამცირებლად.
¨
ბიულეტენი სამიზნე
აუდიტორიის შესაბამისია.
ორგანიზება
და დიზაინი:
¨
ჩვენ უზრუნველვყოფთ
გრაფიკული გამოსახულებების და ტექსტის დაბალანსებას.
¨
ვიზუალური ეფექტის
შესაქმნელად ჩვენ ვიყენებთ სტრიქონებს შორის შესაბამის დაშორებას და ვასწორებთ
არეებს.
¨
ჩვენ ვიყენებთ შესაბამისი ზომის შრიფტს, სურათების ზომებს, ფერებს,
ყუთებს და ხაზებს თითოეული გვერდის დიზაინის ეფექტურობისთვის.
¨
დავურთავთ შესაბამის
გრაფიკულ გამოსახულებებს და ტექსტს თემატური გასაძლიერებლად.
¨
დავურთავთ
ბიულეტენისთვის აუცილებელ კომპონენტებს, მათ შორის სარჩევს.
¨
ბიულეტენის პირველი
გვერდი და დასათაურება ვიზუალურად მიმზიდველია.
სცენარის რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
|
თემატიკა
|
ჩემი
სცენარი თანავარსკვლავედის სიღრმისეულ ცოდნას ეფუძნება.
ჩემი
თეატრალური დადგმა გარკვევით განმარტავს თანავარსკვლავედის მნიშვნელობას.
|
ჩემი
სცენარი თანავარსკვლავედის ცოდნას ეფუძნება.
ჩემი თეატრალური დადგმა განმარტავს თანავარსკვლავედის მნიშვნელობას. |
ჩემი
სცენარი თანავარსკვლავედის ზოგად ცოდნას ეფუძნება.
ჩემი
თეატრალური დადგმა ზედაპირულად განმარტავს თანავარსკვლავედის მნიშვნელობას.
|
ჩემი
სცენარი მიუთითებს თანავარსკვლავედის ჩემს მინიმალურ ცოდნაზე.
ჩემს
თეატრალურ დადგმაში თანავარსკვლავედის მნიშვნელობა არ არის მოცემული.
|
სიუჟეტი
|
სცენარის
ტექსტი დეტალურია და სიუჟეტი ლოგიკური თანმიმდევრობით ვითარდება, ემსახურება რა,
ნათლად განსაზღვრულ მიზანს.
|
სცენარის
ტექსტი მოიცავს ზოგიერთ დეტალს და სიუჟეტი ლოგიკური თანმიმდევრობით ვითარდება.
|
სცენარის
ტექსტში დეტალების ნაკლებობაა და სიუჟეტი გარკვეულწილად ლოგიკური თანმიმდევრობით
ვითარდება.
|
ჩემი
სცენარი დამუშავებას საჭიროებს.
|
პერსონაჟის განვითარება
|
ჩემი
თეატრალური დადგმა აერთიანებს კარგად განვითარებულ, დამაჯერებელ მთავარ და სხვა გმირებს,
რომლებიც თემატიკის შესაბამისად სიუჟეტის განვითარებას უზრუნველყოფენ.
|
ჩემი
თეატრალური დადგმის მთავარი გმირები
კარგად განვითარებული და დამაჯერებელია. მათ შორის ურთიერთობები რეალისტური და
თემატიკის შესაბამისია.
|
ზოგიერთი
მთავარი გმირი და მათ შორის ურთიერთობები შემდგომ დახვეწას საჭიროებენ.
|
ჩემი
გმირების უმრავლესობა და მათ შორის ურთიერთობები დახვეწას საჭიროებენ.
|
კოსტიუმები
|
ჩემი
კოსტიუმები შემოქმედებითია,
პერსონაჟების და ეპოქის შესაბამისია.
|
ჩემი
კოსტიუმები დასრულებული და შემოქმედებითია, მაგრამ ზოგიერთი პერსონაჟის და
ეპოქის შეუსაბამობა.
|
ჩემი
კოსტუმები დასრულებულია, მაგრამ პერსონაჟების და ეპოქის შეუსაბამოა. ვერ ახდენენ
შემოქმედებითობის დემონსტრირებას.
|
ჩემი კოსტიუმები დაუსრულებელი და პერსონაჟების და
ეპოქის შეუსაბამოა.
|
რეკვიზიტები და დეკორაცია
|
ჩემი
რეკვიზიტები და დეკორაცია კარგად შემუშავებულია, გარკვევით ასახავს ისტორიულ
ეპოქას და ადგილმდებარეობას, შესაბამისობაშია სცენარის თემატიკასთან. მათი
მიზნობრივი გამოიყენება თეატრალური წარმოდგენის ეფექტურობას ზრდის.
|
ჩემი
რეკვიზიტები და დეკორაცია კარგად შემუშავებულია. რეკვიზიტები თეატრალური
წარმოდგენის ეფექტურობას ემსახურება და თემატიკის შესაბამისია.
|
მე ვიყენებ შესაბამის რეკვიზიტებს თეატრალური
წარმოდგენის შესავსებად.
|
ჩემი
რეკვიზიტები დასახვეწია და სცენარის თემატიკასთან შეუსაბამოა.
|
შესრულება
|
როლების
შესრულება პერსონაჟების და სიტუაციების შესაბამისია.
თეატრალური
დადგმის სხვადასხვა ნაწილები შესაბამისი გადასვლებით ურთიერთკავშირშია.
ჩემი თეატრალური დადგმა კარგად დამუშავებული და მომზადებულია. |
როლების
შესრულება თეატრალურ წარმოდგენაში ზოგადად პერსონაჟების და სიტუაციების
შესაბამისია.
გადასვლები
წარმოდგენის სხვადასხვა ნაწილებს აერთიანებს.
ჩემი თეატრალური დადგმა დამუშავებულია. |
როლების
შესრულება ზოგჯერ პერსონაჟების და სიტუაციების შესაბამისია.
გადასვლები
მშვიდი და დაუბრკოლებელია.
თეატრალური
დადგმა მიუთითებს რეპეტიციების ნაკლებობაზე და ტექსტის სხვადასხვა ნაწილი
ამოვარდნილია შესრულებისას.
|
როლების
შესრულება პერსონაჟების და სიტუაციების
შეუსაბამოა.
ჩემი თეატრალური დადგმა არ არის ორგანიზებული. მე არ ვცდილობ ხარისხიანი თეატრალური წარმოდგენის მომზადებას. |
უკუკავშირი ზეპირი
პრეზენტაციის შესახებ
4
|
3
|
2
|
1
|
|
ვიზუალური კონტაქტი
|
მოსაუბრე
თითქმის ყოველთვის აუდიტორიას უყურებს. საუბრისას, ზოგიერთ მომენტში იგი
პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს ამყარებს აუდიტორიის წევრების უმეტესობასთან.
|
მოსაუბრე
საუბრის უმეტესი ნაწილის განმავლობაში აუდიტორიას უყურებს. დროდადრო ამყარებს
პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს აუდიტორიის
წევრებთან.
|
მოსაუბრე
მხოლოდ ზოგჯერ შეხედავს ხოლმე უდიტორიას. ზემოთ იყურება, აუდიტორიის წევრებთან მინიმალურად
ამყარებს პირდაპირ ვიზულურ კონტაქტს.
|
მოსაუბრე
ძირითადად არ უყურებს აუდიტორიას.
|
ჯგუფურ
მუშაობაში მონაწილეობის თვითშეფასება
- პროექტის
დაგეგმვისას ჩემს მიერ წარმოყენებული წინადადებების მაგალითები:
1)
2)
3)
- პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი
წვლილის მაგალითები:
1)
2)
3)
- ჩემი მოსაზრებები,
რომელმაც ხელი შეუწყო პროექტის წარმატებას:
1)
2)
3)
4)
- ჩვენი ჯგუფის კონცენტრირების მიზნით ჩემს მიერ შესრულებუილი
მოქმედებები:
1)
2)
3)
4)
- კონფლიქტების ან პრობლემების გადასაჭრელად ჩემს მიერ გამოყენებული
სტრატეგიების მაგალითები:
1)
2)
3)
4)
- ყველაზე მეტად რა
მომეწონა პროექტში:
- მიზეზები:
- რა ვისწავლე ამ
პროექტიდან:
- მიზეზები:
- ცვლილებები,
რომელსაც განვახორციელებ შემდეგ პროექტზე მუშაობისას:
1)
2)
3)
4)
ვირტუალური ჯგუფური განხილვის
რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
ჩვენ მოვახდინეთ ჯგუფის
წევრების მიერ გამოხატული მოსაზრებების პერეფრაზირება, რაც თითოეული მონაწილის მიერ
წარმოდგენილი არგუმენტების გაგებას უზრუნველყოფს.
ჩვენ დავსვით სიღრმისეული
შეკითხვები ჯგუფის მიერ თემატიკის წვდომის შესაფასებლად.
ჯგუფში წამახალისებელი
გარემოა თითოეული წევრის მიერ აზრის გამოსახატად. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თითოეულის წევრის
ჩართულობას პროცესში.
თითოეულ ჩვენგანს საკუთარი
მოსაზრების და დამოკიდებულების გამოხატვის შესაძლებლობა გაგვაჩნია, ჯგუფის სხვა წევრების
გრძნობების შელახვის გარეშე.
ვაცნობიერებთ რა, ჩვენ
შორის არსებულ განსხვავებებს, ხელს ვუწყობთ სხვადასხვა იდეების გამოხატვას და ვისწრაფვით
საერთო გადაწყვეტილებების მიღებისკენ.
|
ჩვენ ვერბალურად ვპასუხობთ
ჯგუფის წევრების მოსაზრებებს და საჭიროებისამებრ, ვითხოვთ განმარტებებს.
ჩვენ ჯგუფის ყველა წევრის
მოსაზრება გვაინტერესებს.
ჩვენი მოსაზრებების გაზიარების
პროცესში თავს ვარიდებთ დასკვნების გაკეთებას.
კერძოდ, ,,ჩემი აზრი“ ,,შენი მოსაზრების წინააღმდეგ“ პოზიციის დაფიქსირებას.
ჩვენი განხილვის საზღვრები
სცდება საწყის ეტაპზე გენერირებულ აზრებსა და იდეებს.
საწყის ეტაპზე არსებული
აზრთა სხვადასხვაობა წარმატებულად გადაწყვეტილია.
|
ჩვენ ვითვალისწინებთ ჯგუფის
სხვა წევრების მოსაზრებებს.
გარკვეულ შემთხვევებში
ჩვენ ვიმეორებთ ჯგუფის წევრების მოსაზრებებს, იდეის უკეთესად გაცნობიერების, ან ჩვენი
მხარდაჭერის გამოსახატად.
ზოგჯერ გვიჭირს ჯგუფის
სხვა წევრების მოსაზრებებზე შესაბამისი პასუხის განსაზღვრა.
ყურადღებას ვამახვილებთ
რა, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მოსაზრების შედეგზე, სხვების მიერ იდეების არტიკულირების,
ან მათი არგუმენტების მართებულად გააზრებისთვის საკმარის სივრცეს ვერ უზრუნველვყოფთ.
ზოგჯერ უგულვებელვყოფთ
ჩვენ შორის არსებულ განსხვავებებს და გაცნობიერებისას, მათ გადაჭრაზე აღარ ვახდენთ
ფოკუსირებას.
|
ჩვენ უზრუნველვყოფთ უკუკავშირს,
საჭიროებისამებრ.
ჩვენ გვიჭირს ზოგიერთ
შეკითხვაზე პასუხის გაცემა.
ჩვენი ჩართულობის დაფასება
და შესაბამისი უკუკავშირი არ არის უზრუნველყოფილი.
ჩვენ არ ვამახვილებთ ყურადღებას,
გამოხატული მოსაზრების, ან განხორციელებული ქმედების შედეგებზე,
აზრთა სხვადასხვაობა ჯგუფში
ხშირად შეზღუდული, ან უგულვებელყოფილია, რაც ზოგჯერ კამათს იწვევს.
|
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
ვახდენთ ჯგუფის სხვა წევრების
ნათქვამის პარაფრაზირებას, რათა გავარკვიოთ რამდენად გაიგო ყველამ გამოთქმული მოსაზრება.
ვსვამთ ამომწურავ კითხვებს.
ხელს ვუწყობთ ჩვენი ჯგუფის
წევრებს, რომ აზრი გამოთქვან და ვაფასებთ
მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
ჩვენს ჯგუფში ყველა წევრს
შეუძლია საკუთარი მოსაზრების და პოზიციის გამოხატვა ისე, რომ ჯგუფის სხვა წევრებს
შეურაცხყოფა არ მიაყენოს.
ჩვენ ერთმანეთის აზრს
პატივს ვცემთ - ვეძებთ განსხვავებულ აზრს და ვცდილობთ გაგებით მოვეკითდოთ მას.
|
შეგვიძლია ზეპირად ვუპასუხოთ
ჩვენი ჯგუფის სხვა წევრების მოსაზრებებს და შეგვიძლია მათ ახსნა-განმარტება ვთხოვოთ
გამოთქმული მოსაზრების შესახებ.
გვაინტერესებს ჩვენი ჯგუფის
სხვა წევრების მოსაზრებები.
ჯგუფის სხვა წევრებს განსჯის
ვუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს და არ ვიყენებთ
დაპირისპირებას „მე“ და „შენ.
შეიძლება ჩვენი დისკუსია
საწყისი მოსაზრებების ფარგლებს გასცდეს.
ჩვენს შორის არსებული
აზრთა სხვადასხვაობის საკითხი გადაწყვეტილია.
|
ჩვენ ვაღიარებთ სხვების
მოსაზრებებს.
ზოგჯერ სხვების აზრებს
ვიმეორებთ, რათა გამოვხატოთ თანხმობა და მხარდაჭერა ამ მოსაზრებისადმი.
ზოგჯერ ძალიან გვიჭირს
ჯგუფის სხვა წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიმართ პასუხის გაცემა.
ზოგჯერ ყურადღებას ვაქცევთ
ჩვენი ნათქვამის ან ნამოქმედარის შედეგს და გვიჭირს რიგრიგობით საუბარი ან სხვების წინადადების მიღება.
აზრთა სხვადასხვაობას
ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევთ და მაშინაც კი თუ ამ სხვაობას ვაღიარებთ, შეიძლება
პრობლემა გადაუჭრელი დარჩეს.
|
უკუკავშირს მხოლოდ მოთხოვნის
საფუძველზე ვახორციელებთ.
გვიჭირს კითხვებზე პასუხის
გაცემა.
ჩვენს მიერ გამოთქმულ
აზრს არც არავინ აღიარებს და არც პასუხს სცემს.
ყურადღებას არ ვაქცევთ
ჩვენი ნათქვამის ან ნამოქმედარის შედეგს.
განსხვავებული აზრი ყოველთვის
ითრგუნება ან მას ყურადღებას არ აქცევენ და ზოგჯერ ამას კამათიც კი მოყვება ხოლმე.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий